12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის, იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ აფრიკის, სუდანისა და სირიის – ჯამში 87 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა ჯანდაცვის ყოფილი მოადგილე დააკავა