მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოდან გაძევებულ იქნა – ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის – ჯამში 33 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიევროპელი ლიდერები-პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ სურს მშვიდობა, პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღებით
შემდეგი სტატიაბუქარესტის პროევროპულმა და ლიბერალურმა მერმა, ნიკუშორ დანმა, რადიკალი მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დაამარცხა და რუმინეთის პრეზიდენტის პოსტი მოიპოვა