16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და
სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან
უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან
გაძევებულ იქნა: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის,
პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე
პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა
და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზელენსკი ტრამპს “გადამწყვეტი პირადი ნაბიჯების” გადადგმისკენ მოუწოდებს