20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 45 უცხოელი არალეგალი, მათ
შორის – კენიის, თურქმენეთის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის,
ყაზახეთის, პაკისტანის, ალჟირის, ტაილანდის, უგანდის, ინდოეთის,
ბანგლადეშის, ტანზანიის, ეთიოპიის, ნიგერიისა და სუდანის მოქალაქეები.

სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა
დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი
საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი
განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან
გაძევების მიზნით.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმეზე გამოტანილ პირველ განაჩენს “ოპოზიციის ალიანსი” საგანგებო განცხადებით ეხმაურება
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს