17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

მიგრაციის დეპარტამენტი დენის კულანინის რუსეთში გაძევებას გეგმავს

დენის კულანინს საქართველოს დატოვების საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი ციალა რატიანი ავრცელებს.

იურისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის დეპარტამენტს კულანინის მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტები წარედგინა, მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლება არ მისცეს.

ადვოკატის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტი კულანინის რუსეთის ფედერაციაში გაძევებას გეგმავს და შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

,,დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა არ მისცა საშუალება დენის კულანინს, რომ დაეტოვებინა საქართველო და გამგზავრებულიყო ნებაყოფლობით მესამე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე მიგრაციის დეპარტამენტში დენის კულანინის ბილეთი, ჩასხდომის ბარათი და მისი რუსეთის ფედერაციის შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი. მიგრაციის დეპარტამენტს განზრახული აქვს დენის კულანინის გაძევება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, გახდება არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. სასამართლო იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რაც არ მოგვცემს საშუალებას ზეპირად დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია, – წერს ციალა რატიანი.

banner
წინა სტატიაში4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა