“მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რეფორმების პროცესი შენელებულია” – EIB და EBRD საქართველოზე

საქართველოში რეფორმების პროცესი შენელებულია – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევაშია საუბარი. 94-გვერდიან დოკუმენტში საერთაშორისო ორგანიზაციები დეტალურად საუბრობენ რატომ უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის განვითარებას პოლიტიკური პოლარიზაცია.

“სერიოზული პრობლემებია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმის მხრივ, რეფორმებს და განვიტარებას აზარალებს არასტაბილურობა, რისი მიზეზიც პოლარიზაცია და პერსონალიზირებული პოლიტიკაა”, – წერია დოკუმენტში.

კვლევის ავტორები დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაზეც უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი საჭიროებების გადაჭრა აუცილებელია, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის და კონონს უზენაესობის მიმართულებით.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ფართოდ აღიარებული წარმატების მიუხედავად, საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი დასრულებული არაა, რის გამოც მნიშვნელოვანია, მმართველობითი სტანდარტების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული რეფორმა იყოს. საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა არის ბიზნესის მიერ ყველაზე ფართოდ დასახელებული გამოწვევა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. სასამართლო სისტემის გაძლიერება, მისი ანგარიშვალდებულებისა და უნარების გაუმჯობესება და სასამართლო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების ერთ-ერთი გასაღებია. მთლიანობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში რეფორმების პროცესი შენელდა. მნიშვნელოვანი გამოწვევები საჭიროებს გადაჭრას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის რეფორმის და კანონის უზენაესობის მიმართულებით”, – აღნიშნულია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მიმართ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ – კინზინგერი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილა