“მიენიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ შეფასდება, როგორ ხორციელდება საჭირო რეფორმები”- ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველო იზიარებს მოლდოვასა და უკრაინის მსგავს პოტენციალსა და მისწრაფებებს, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭიროა მეტი სტრუქტურული რეფორმა.

“საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებებსა და პოტენციალს, როგორსაც უკრაინა და მოლდოვა. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის კუთხით, თუმცა საჭიროა მეტი სტრუქტურული რეფორმა და ერთიანობა.

მან უნდა შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას და სარგებელს მიიღებს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, მიანიჭოს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, მაგრამ შემდეგ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დავუბრუნდებით მას და შევაფასებთ, როგორ ხორციელდება საჭირო პირობები”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას – ჩვენ კი არ გვენიჭება ეს სტატუსი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ენიჭება, თუმცა, თქვენ რაში გაინტერესებთ, არც ქვეყანა, არც ხალხი
შემდეგი სტატიასაქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა, დროა EU-მ ისაუბროს ძალის ენით – კრამონი