მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე – გოცირიძე

მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე – ეს განცხადება, ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე ამბობს, რომ რუსულ ენერგოგიგანტ “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის, გაზის გატარება კი სომხეთთან ამ დრომდე ხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს ენმ-ს წევრები ეკონომიკის მინისტრს დაუსვამენ, რომელიც დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მივა.

„რატომ არის, რომ მუდამ ერთ ადგილას ვიტკეპნებით და 5 პროცენტიან ზრდასაც კი ვერ მივაღწიეთ და ყველა დარგი, დაწყებული ენერგეტიკით და დამთავრებული მშენებლობით თუ ტრანსპორტით და ასე შემდეგ, სადაც იხარჯება ასეულობით მილიონი სახალხო რესურსი კორუფციული გზით. თვენახევარი გავიდა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება არ არსებობს. მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ და ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჩვენ გვახსოვს თუ რა საშინელ კონტრაქტს მოაწერა ხელი კალაძემ ხელი და როგორი აჟიოტაჟი იყო მის მოგზაურობებზე მილანში, შვეიცარიაში, თითქოსდა, ქვეყნის გამარჯვების კონტრაქტი ჩამოჰქონდათ. გაზი, რომელიც უფასოდ მოეწოდება შაჰდენიზიდან საქართველოს და ასევე შეღავათიანი ფასით, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ამ სიმდიდრეს აზის ერთი მუჭა კლანი,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიდძე : უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : როდესაც უსაფრთხოების საბჭო პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა, ძირითად შემადგენლობაში პრეზიდენტი ვერ იქნება