19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“მიეცით წამალი ბავშვებს”-დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეს მსვლელობა გაიმართება

„მიეცით წამალი ბავშვებს“ -ამ ლოზუნგით  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეს, 24 მაისს 19:30 საათზე რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გაიმართება.

ინფორმაციისთვის, დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები თითქმის ერთი თვეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს.
პროტესტის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ იცვლის. 19 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენი ფული გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან უნდა გამოიყოს და მთავრობა პასუხისმგებელია, ხალხის ფული რაციონალურად დაიხარჯოს.
ბავშვების მხარდასაჭერად „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა საქველმოქმედო მარათონი დაიწყეს და ამ დროის მონაცემებით, უკვე 1 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს.
თანხა გროვდება დიუშენით დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.

სტუდენტების წამოწყებულ მარათონში უკვე ათობით ბიზნესი ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: ირანთან შეთანხმებაზე ახალ ამბებს დღესვე ველოდებით, საბოლოო განცხადებას დონალდ ტრამპი გააკეთებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა