„მიეცით ბავშვებს წამალი“ – ამ მოწოდებით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, სახელმწიფოსგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ.
მშობლები უკვე თვეზე მეტია, რაც უწყვეტ რეჟიმში, მთავრობის კანცელარიასთან აქციებს მართავენ და ღამესაც კი ღია ცის ქვეშ ათენებენ, თუმცა მათი მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩება.















