მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება პროექტი დაჩქარებული წესით – გერმანიის ელჩი ინსპექტორის სამსახურზე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია და კარგია, როცა ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები დეტალური განხილვის შემდეგ მიიღება. აღნიშნულით ელჩი იმ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

„მიძნელდება იმის გაგება, თუ რატომ განიხილება ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს სამთავრობო სისტემის საჭირო და მნიშვნელოვანი ელემენტია. კარგია, როდესაც ინსტიტუციურ საკითხებში ცვლილებები ყოველთვის მხოლოდ ღრმა განხილვის შემდეგ მიიღება და მხოლოდ იმდენი ცვლილება ხორციელდება, რამდენიც საჭიროა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშინაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილი, ვადაგასული საკვების რეალიზაციის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა