ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა პენტაგონში პრესკონფერენცია გამართა ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებით:
ოპერაციას ეწოდა კოდური სახელწოდება “ MIDNIGHT HAMMER” ( ქართულად რამდენიმენაირად შეიძლება ითარგმნოს – 1. შუაღამის ჩაქუჩი- პირდაპირი თარგმანი; ან 2. შუაღამის დარტყმა; 3. ღამის მრისხანება)
“ გუშინ წყნარ ოკეანეში განთავსებული ბომბდამშენები იყო „სატყუარა“ — დეზინფორმაციის ოპერაციის ნაწილი, რომლის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა”.
“ირანში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ჩვენს წინააღმდეგ არც ერთი გასროლა არ განხორციელებულა”.
“ირანულ სამიზნეებზე 14 ერთეული MOP-ის (Massive Ordnance Penetrator) ტიპის ბუნკერგამტანი ბომბი იქნა გამოყენებული”.
“ირანის გამანადგურებლები არ აფრენილან. ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერც კი გვნახეს. მოულოდნელობის ეფექტი შევინარჩუნეთ”.
“სამივე ობიექტს უკიდურესად სერიოზული ზიანი და ნგრევა მიადგა”.
“ეს იყო B-2-ის ყველაზე მასშტაბური საბრძოლო გაფრენა აშშ-ის ისტორიაში”.
“ნებისმიერი ირანული საპასუხო იერიში მათთვის ძალზე ცუდი არჩევანის მომასწავებელი იქნება”.
-ალფა სიხშირე –