მიდის თუ არა გახარია თანამდებობიდან-ფინალური სერიის შინაარსი ცნობილია

აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც და საერთოდ საინტერესო ცხოვრება გველოდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მიდის თუ არა თანამდებობიდან.

„ცხოვრება საერთოდ მოძრაობაა. ყოველთვის ყველაფერი იცვლება, ყველაფერი თავის განვითარებას პოვებს, ამიტომ ყველაფერს უნდა დაველოდოთ. დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია. ეს არის ასეთი ძალიან კარგი, თანამედროვე ცნება და მინდა, ამ პოზიციაზე დავრჩე. აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც და საერთოდ საინტერესო ცხოვრება გველოდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე – საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა