Microsoft-მა uTorrent-ი დაბლოკა

ანტივირუსმა Windows Defender-მა ტორენტ-კლიენტი uTorrent-ი დაბლოკა, პროგრამას აღნიშნავს, როგორც ვირუსს – ამის შესახებ პორტალი ExtremeTech-ი წერს. გასული წლის თებერვალში მაიკროსოფტმა uTorrent-ს ცალკე გვერდი მიუძღვნა, სადაც აღნიშნავდა, რომ პროგრამას “ცუდი რეპუტაცია” აქვს, ასევე, პროგრამა სისტემის მუშაობას ანელებს, თუმცა, “მაიკროსოფტს” ის დღემდე არ დაუბლოკია. ახლა ანტივირუს uTorrent-ს კარანტინში ათავსებს და მის მუშაობას წყვეტს. იგივენაირად რეაგირებენ ანტივურუსები ESET, Sophos და TrendMicro. პორტალი წერს, რომ uTorrent-ის მომხმარებლებს ტორენტ-კლიენტის მექანიკურად დამატება მაინც შეუძლიათ.
თვითონ კომპანია BitTorrent-ში აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილება “მაიკროსოფტში” მომხდარმა შეცდომამ გამოიწვია. ასევე, კომპანიის თქმით, საუბარია uTorrent-ის ერთ-ერთ ვერსიაზე, რომელიც მომხმარებელთა მხოლოდ 5%-ს აქვს დაყენებული

banner
წინა სტატიაშივისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე
შემდეგი სტატიახმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი „ორსკი“ შევიდა