მიჩნდება ეჭვი, ეს თემები ხომ არ არის საბაბი და არ მიზეზი გუნდიდან გასვლის” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი გუნდური თამაშის პრინციპების აუცილებლობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, დაპირისპირების მიუხედავად, გუნდში ჯერ კიდევ შეიძლება გამოინახოს იმის რესურსი, რომ განსხვავებული პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება მოხდეს.

„იმ დეპუტატების აქტიურობამ და საზოგადოების აქტიურობამაც როლებიც იყვნენ წინააღმდეგნი რომ დაჩქარებული წესით განხილულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი გამოიღო თავისი პოზიტიური შედეგი. ამიტომ ვფიქრობ, ეკასთვისაც, ლევანისთვისაც, გედისთვისაც ეს არის შედეგი რომელიც შედეგიც იქნა დადებული. ამიტომ მე არ მიმაჩნია რომ ახლა მათ გადაწყვეტილება მიიღონ უმრავლესობიდან გასვლაზე კარგი იქნება. ეს არი იქნება კარგი, იმიტომ რომ ძალიან პროდუქტიული, შრომისმოყვარე და კარგი დეპუტატები არიან უმრავლესობის შიგნით,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურის მოსაზრებას იზიარებს ლევან კობერიძე. დეპუტატი თვლის რომ გუნდში დაძაბულობის განმუხტვის რესურსი არსებობს. ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს ოთარ დანელიაც.

„უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, უნდა შევინარჩუნოთ გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან მარტივია გუნდის დაშლა მაგრამ სწორი არის მისი შენარჩუნება და ჩვენ ასე ხელაღებულად არ უნდა ვისაუბროთ ჩვენი კოლეგების წასვლაზე და მოსვლაზე,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

დიმიტრი ხუნდაძე კი არ გამორიცხავს, რომ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები, მოსამართლეების საკითხს გუნდიდან წასვლის მიზეზად იყენებდნენ.

„მიჩნდება ეჭვი, რომ ეს თემები ხომ არ არის საბაბი და არ მიზეზი გუნდიდან გასვლის,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში – ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა იმისთვის არ გამართულა, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო