საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_უკრაინის სპეცსამსახურებმა თავის დროზე დააფიქსირეს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, რუსებმა სცადეს ათეულობით ყოფილი უკრაინელი სპეცრაზმელის დავერბოვკება აფხაზეთში სპეცოპერაციისთვის.
ამასობაში კი ივანიშვილი რუსეთთან და აფხაზეთის და ცხინვალის “მთავრობებთან” ხელშეკრულების მოსაწერად ემზადება, პარალელურად კი დასავლეთის შანტაჟს აგრძელებს “მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, მერე რა რომ ვყარვარ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და მიმიღეთ” მიდგომით. დასავლეთი მას არ მიიღებს. ხელშეკრულებას რუსებთან ხელს მოაწერს და შემდეგ ჯერი ჩვენზეა.


















