6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მიაწვდის, თუ არა ტანკებს უკრაინას ოფიციალური ბერლინი?!

გერმანიის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას, მომავალ კვირას მიიღებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანამოსაუბრეები, რომლებსაც ტანკების გადაცემის შესახებ, გერმანიის მოსაზრებაზე ინფორმაცია აქვთ, მიიჩნევენ, რომ ოფიციალური ბერლინი, სავარაუდოდ, მოკავშირეების მოწოდებებს გაითვალისწინებს და ტანკების მიწოდებას დაიწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკულ რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს მიიღება.

ამ სამიტამდე აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი შვეიცარიის გამო ვერ აწვდის უკრაინას Aspide-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს
შემდეგი სტატიასომხეთში რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერებას ითხოვენ