მიანმარის ელჩი ლონდონში საკუთარი ქვეყნის საელჩოში არ შეუშვეს

მიანმარის ელჩი ლონდონში

მიანმარის (ბირმას) ელჩი ჩჟო ზო მინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგეა, 7 აპრილს საღამოს ლონდონში, მიანმარის საელჩოში არ შეუშვეს – ამის შესახებ 8 აპრილს reuters-ი წერს.

ელჩმა ღამე საელჩოს ტერიტორიაზე, საკუთარ მანქანაში გაათენა. მედიასთან საუბრისას დიპლომატმა მომხდარს “თავისებური ხუნტა” უწოდა, რომელიც ლონდონში მოხდა.

ვრცელდება, რომ ბრიტანეთში მიანმარის საელჩოზე კონტროლი სამხედრო ატაშემ აიღო. ჩჟო ზო მინმა ოფიციალურ ლონდონს მიმართა მოწოდებით, არ აღიარონ მისი შემცვლელი, რომელიც სამხედროი ხუნტამ დანიშნა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა 8 აპრილს საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გმობს მომხდარს და პატივს სცემს ელჩის სიმამაცეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა, სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საპროტესტო აქციებზე 550 ადამიანი მოკლეს ძალოვანებმა, მათ შორის 46 ბავშვი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისომხეთის ექს-პრეზიდენტმა კოჩარიანმა პრემიერ ფაშინიანს სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიაპუტინმა და მერკელმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს