მიამიტურ განცდებს, რომ საქართველოში გლობალური რისკის საშიშროებები არ არსებობს , ნათელი პასუხი გაეცა – მარგველაშვილი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და ხაზი გაუსვა მსგავს ვითარებებში ისეთი ინსტიტუტების არსებობას, რომელიც მსგავს რისკებს შეაფასებს და დააზღვევს:

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენს შორის არიან ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და სწირავენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულნი. მადლობა უნდა ვუთხრა ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ქვეგნყოფილებას და ჯგუფს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მუშაობდაამ რთულ საკითხზე, ერთის მხრივ ოპერაციის ჩატარებაზე და მეორეს მხრივ ჩვენი მოქალაქეების გარიდებაზე საშიში ზონიდან. ეს არის თითოეული გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ. სამწუხაროდ არიან დაჭრილები და გარდაცვლილი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომლებიც თავის სიცოცხლეს სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის რისკავენ.

ოპერაციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ კომენტარს არ გავაკეთებ, ოპერაციას დასრულდა და უკვე პპოლიტიკური შინაარსი აქვს. ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც ყველა ასეთი შემთხვევის მერე შესაბამის დასკვნებს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, სადაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაცა კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კორდინირებული მოქმედება ამ ვითარებაში, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც გაუწევდნენ კონტროლს რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის, რომ უფრო რთულ ვითარებაში არ გადაიზარდოს. ასეთი შემთხვევები. ალბათ ასეთ მიამიტურ განცდებს და განწყობებს ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ შეხედეთ რეალობას და შეაფასეთ, რა რისკები და გამოწვევები აქვს ქვეყანას არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება.

„მინდა მივესალმო მედიის აქტიურობას, განსაკუთრებით ქარტიის აქტიურობას, რომელმაც დააფიქსირა გაშუქების დაკავშირებით პოზიცია. ჩვენი მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ანალოგიური ვითარების გაშუქება, რომ რისკის წინაშე არ დავაყენოთ არც ჩვენი მებრძოლები და არც მოქალაქეები. ამ თვალსაზრისით ქარტიის მიერ დაწყებული მსჯელობა კარგი იქნება თუ გადავა მედიაში და ამ ვითარებაში მუშაობის თავის სტანდარტებს შექმნის.“- განაცხადა გიორგი მარგველაშიმა

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: პირველი საჯარო მილოცვა პატრიარქის მოსაყდრეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა