მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 22, 2019 13:52

მგზავრთა გადაყვანებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 11 მილიონ ლარს გადააჭარბა

„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.
„საქართველოს რკინიგზამ“ ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებული სერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში.
„საქართველოს რკინიგზა“ უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 22, 2019 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics