მგზავრობის სააბონენტო სისტემის დადებითი მხარეები – რამდენს დავზოგავთ მგზავრობაში 

ბოლო დღეებში საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სააბონენტო სისტემის შემოღებაა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. ვინაიდან გადაადგილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, უფლბაა, ამ თემის განხილვას ვერც ჩემი სამეგობრო გაექცა. თავიდანვე ვიტყვი, რომ 7 ადამიანიდან, რომელიც ამ თემაზე ვმსჯელობდით, აბსოლუტური ურავლესობა, სააბნენტო სისტემის მომხრე აღმოჩნდა. ერთი კი, სიახლეს ბოლომდე არ აპროტესტებდა, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, ეს კითხვის ნიშნები მოეხსნა და დარწმუნდა, რომ სააბონენტო სისტემა ტრანსპორტის გადასახადის ახლანდელ მოდელზე უკეთესია და ხალხზეა მორგებული.

– როგორც კი ამ სიახლის შესახებ გავიგე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი, ძალიან მაგარია-მეთქი, – თქვა დათო, რომელსაც ანგარიში ძალიან უყვარს.

– კი, ნამდვილად ასეა – კვერს უკრავს ნუგზარი, რომელიც სიტყვას ისე არ იტყვის, თუ ყველაფერი ასჯერ არ აწონ.

– მაინც, რატომ არის კარგი ეს საბონენტო სისტემა? – ინტერესდება რუსუდანი.

– მარტივად აგიხსნი, – საუაბრს ისევ დათო აგრძელებს, – დღეს მარტო სამსახურში წამოსასვლელად და უკან წასასვლელად ლარი გჭირდება. თუ შინისკენ მიმავალმა საყიდლებზეც გაიარე, საღამოს კი მეგობართან სტუმრობა გადაწყვიტე, სატრანსპორტო ხარჯი, ყველაზე ცოტა, სამი ლარი იქნება. ახალი წლიდან კი, თუნდაც ერთთვიანი ულიმიტომ მგზავრბის აბონიმენტი რომ იყიდო, დღის განმავლოიბაში ტრანსპორტით შეგიძლია, იმდენი იარო, რამდენიც მოგინდება და იმაზე აღარ იფიქრო, ვაიმე, გზის ფული აღარ მაქვსო.

რუსუდანი ტელეფონის კალკულატორში რაღაცების ანაგრიშს იწებს. მამუკა კი დათოს აზრს აგრძელებს:

– სააბონენტო სისტემის ერთ-ერთი კარგი მხარე ის არის, რომ ყველანაირ მოქალაქეზეა მორგებული, ანუ თუ ადამიანი თბილისში სტუმრად არის ჩამოსული, ბუნებრივია, სააბონენტოს არ იყიდის და მგზავრობაში ლარს გადაიხდის, მაგრამ თუ დედაქალაქში ყოფნა, ვთქვათ, სამი კვირა მაინც უწევს, მაშინ ერთთიან სააბონენტოს შეიძენს. ასევე, თუ ადამიანს ერთნაირი საშუალება არ აქვს, რომ ერთწლიანი აბონიმენტი იყიდოს, მაშინ, სამ ან ექვსთვიანს იყიდის. ის კი, ვინც დღის განმავლობაში ბევრს მოძრაობს, აუცილებლად ერთწლიან სააბონენტოს შეიძენს და იმაზეც არ დაფიქრდება, 240 ლარის გადახდა უღირს თუ არა.

– რატომ არ დაფიქრდება? – ინტერესდება რუსუდანი.

– იმიტომ, რომ წელიწადში 365 დღეა. დღეში ტრანსორტით ორჯერ მაინც რომ ისარგებლოს, წლის განმავლობაში 365 ლარი დაუჯდება გადაადგილება. ახლა კი შეეძლება, 240 დახარჯოს და შესაბამისად, ას ლარზე მეტი ეკონომია გააკეთოს, – დაწვრილებით განმარტავს დათო.

– ტრანსპორტზე სააბონენტო გადასახადი, მგონი, მართლაც კარგია, – ამბობს რუსუდანი და ინტერესდება, აბონიმენტის ყიდვა როდის შეეძლება.

– ეს სისტემა ახალი წლიდან ამოქმედდება, თან რომ იცოდე, თუ ერთნაირი თანხა არ გექნება, შეგიძლია, რომელიმე ბანკს მოელაპარაკო და აბონიმენტი განვადებით იყიდო, – აკვალიანებს რუსუდანს დათო.

– ესეც ძალიან მაგარია, – ამბობს რუსუდანი.

– ისე, საზოგადოებრვი ტრანსპორტით ხშირად არ ვმოძრაობ, მაგრამ ზოგჯერ მანქანას სადმე ვაჩერებ და დანიშნულების ადგილმადე სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდივარ, რადგან საცობებში დგომის თავი არ მაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამთვიანი აბონიმენტი მეც ვიყიდო, – ამბობს დათო.

ზოგადად, ადამიანები სიახლეებს ძნელად ვიღებთ ხოლმე, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსორტზე სააბინენტოს შემოღება ის სიახლეა, რომელსაც მოსახლეობამ ალღო უცებ აუღო და მიხვდა, რომ ეს სისტემა დღემდე არსებულზე გაცილებით იაფი და მოსახერხებელია.

 

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში პარკირების საფასური არ იზრდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი