„მგზავრობაში 130 ლარის შეღავათს გავაკეთებ და ამ ფულს ჩემს შვილს მოვახმარ“ – მარტოხელა დედა

ნათია 35 წლის მარტოხელა დედაა. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამ კუთხით სამსახური ვერ იშოვა და ამიტომ, გადაწყვიტა, სახლები დაელაგებინა. თავდაპირველად განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პირველი კლიენტიც ასე იშოვა. მერე, პირვლემა კლიენტმა მეორეს დააკავშირა, მეორემ – მესამეს და დღეს ნათია ძალიან დაკავებულია.
„დღეში, ყველაზე ცოტა, სამ ადგილას მიწევს მისვლა და სახლის დალაგება“, – ამბობს ნათია და დასძენს, რომ საკუთარი საქმიანობა არ ეთაკილება.
„თავიდან ცოტა კომპლექსი მქონდა, მაგრამ ახლა აღარ მაქვს, რადგან ჩემი საქმიანობით შვილს ვარჩენ. უფრო სწორად, მხოლოდ კი არ ვარჩენ, არამედ, პატარ-პატარა ოცნებებსაც ვუსრულებ და ვცდილობ, არაფერი მოვაკლო“, – ამბობს ნათია.
როგორც ნათია ჰყვება, კომუნალურ გადასახადებთან ერთად, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა ტრანსპორტია.
„დღის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით თუ ლურჯი „მარშრუტკით“გადაადგილება ათჯერ მაინც მიწევს. ვცდილობ, ზოგჯერ, თუ ახლოს მივდივარ, ტრანსპორტით არ ვისარგებლო და ფეხით წავიდე, მაგრამ როცა ბავშვთან ერთად ვარ, თუნდაც ორ გაჩერებას, ამ სიცივეში, ბავშვს ფეხით ხომ ვერ ვატარებ? ამიტომ, იძულებული ვარ, ტრანსპორტი გამოვიყენო, თუმცა მეტრო ყველგან არ უდგება, თან ის საათნახევრიანი პერიოდი, როცა უფასოდ მგზავრობა შემიძლია, არასოდეს მყოფნის – სახლის დასალაგებლად რომ მივალ, საათნეხავრში ხომ არ გამოვვარდები, ვაიმე, უფასო მგზავრობას ვეღარ მივუსწრებ-მეთქი? ახალ წლიდნა კი, როგორც ვიცი, სააბონენტო სისტემა ამოქმედდება და ჩემი პრობლემაც მოგვარდება,“ – ამბობს ნათია.
კითხვაზე, რატომ თვლის, რომ მისი პრობლემა მოგვარდება, ანუ ტრანსპორტით მგზავრობისას თანხას დაზოგავს, ნთია ამბობს:
– თუ ულიმიტო 90-წუთიანი ბარათს შევიძენ და მეტროსა და ავტობუსთან ერთად, ე.წ. ყვითელ მარშრუტკასაც გამოვიყენებ, მგზავრობა 50 თეთრით გამიაფდება.
ულიმიტო 1-თვიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში კი, გაიაფება, მინიმუმ, 4 ლარით იქნება.
აი, ულიმიტო 1-წლიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში კი, თუ ყველ დღე მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს გამოვიყენებ სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, აქამდე 348 ლარს ვხარჯავდი, ახლა 98 ლარით ნაკლებს დავხარჯავ, თან ბარათს იმ დღეებშიც გამოვიყენებ, როცა არ ვმუშაობ.
გარდა ამისა, მგზავრობის საფასური კიდევ უფრო გამიიაფდება, თუ მეტროსა და ავტობუსთან ერთად, „ყვითელი მარშრუტკითაც“ ვისარგებლებ, ანუ თუ წელიწადში აქამდე 480 ლარს ვიხდიდი, ახლა 250 ლარს გადავიხდი და 130 ლარს დავზოგავ, თან ბარათის გამოყენება ულიმიტომ შემეძლება. განა, ეს 130 ლარი შეღავათი არ არის?
ერთი სიტყვით, სანამ სააბონენტო სისტემაზე ვიშ-ვიშს დაიწყებდა, ნათიამ ყველაფერი აწონ-დაწონა, გამოთვალა და ამბობს, რომ თბილისის მერიამ, მართლაც, კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მგზავრობიდან გაკეთებული შეღავთით შვილს, სხვა თუ არაფერიმ დამატებით, მხატვრულ ლიტერატურს უყიდის.
„ამ დაზოგილ ფულს ჩემი შვილის განათლებაში ჩავდებ და ეს ინვესტიცია იქნება,“ – ამბობს ნათია.

banner
წინა სტატიაშიუბისის მონასტრის კარის აჭედვა – მეუფე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს
შემდეგი სტატიატიკარაძე: ნებისმიერი სიდიდის ტალღას გავუძლებთ