“მგონია, რომ კარგი კანდიდატია”- ირაკლი ალასანია ანა დოლიძეზე საუბრობს

ირაკლი ალასანია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ანა დოლიძის წარდგენის ფაქტს, თავისუფალი დემოკრატები ეხმაურებიან. განცხადება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი თქმით, ანა დოლიძეს სამართლებრივ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ანა დოლიძე კარგი კანდიდატია.

„ძალიან სიმპატიით ვარ ქალბატონი ანას მიმართ განწყობილი. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი აქტიური საქმიანობა, სამართლიანობისთვის ბრძოლა, როდესაც ის ნაციონალურ მოძრაობის მთავრობის პირისპირ იყო, როდესაც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მე მგონია, რომ კარგი კანდიდატია და განხილვის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს,”-თამარ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების შესაძლო გამოძიებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია