„მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – დავით დვალი

„მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ტროლია“ – ამის შესახებ დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსთავი 2″-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.

დავით დვალი ამბობს, რომ „რუსთავი 2″-თან დაკავშირებული ხელმოწერა, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, ფალსიფიცირებულია.

„ხელმოწერა არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი მოწერილი აქვს დოკუმენტს და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას რუსთავი 2-სთვის. მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით და ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე, შესაბამისად, განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე, შესაბამისად რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ რაღაც ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ დამატებითი ბერკეტი მის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს,“- განაცხადა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშიამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი – დავით დვალი
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენი „ფრეგოზე“ – საქმეს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს