მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს „ილეთი“ ჩაატარა, „ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა – ხვიჩია

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს „ილეთი“ ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა – როგორც ყოფილი იურისტი გეუბნებით, პირველი ეჭვი, რა შედეგებიც ამას მოჰყვა, უნდა მიიტანო საქართველოს ხელისუფლებაზე და მის კოლაბორაციაზე მიშას ექიმთან, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ვივამედში” მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერ მოუსმინა დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ უნდა გაეტანა ნიმუში ჩუმად მაშინ, როცა ნიმუშებს ისედაც ატანდნენ.

“მე მგონია, რომ ის ექიმი, რომელმაც ეს “ილეთი” ჩაატარა, სრულიად არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა ან იმდენად სულელია, მისი შეყვანა პაციენტთან არც შეიძლება, მაგრამ ვინაიდან ასეთი სისულელის ნაკლებად მჯერა, უფრო იმის მჯერა, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოქმედებდა. ამის ხაზგასმას ველოდებოდი (პოლონეთის) განცხადებაში.

როცა ისედაც ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და წინდით გამოგაქვს რაღაც ნივთი, არაფერში საჭირო რომ არ არის ისეთ დროს და მერე მთელი პროცესის დისკრედიტაცია ხდება, აბა სხვას რას უნდა დავაბრალოთ – ან სისულელეს ან შეთანხმებას. გაყალბებაც რომ ნდომოდა, ნიმუშის გატანა ხომ პრობლემა არ იყო, ჩუმად გატანილს გავაყალბებდი და არაჩუმად გატანილს ვერა, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. მე როგორც ყოფილი იურისტი გეუბნებით, პირველი ეჭვმიტანილი ვინ იქნებოდა ამ საქმეში, ნებისმიერი საღი აზრის დონეზე პირველი ეჭვი, რა შედეგებიც ამას მოჰყვა, უნდა მიიტანო საქართველოს ხელისუფლებაზე და მის კოლაბორაციაზე მიშას ექიმთან,” – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვამ უკრაინაში ომზე მათი შეხედულების მიხედვით რუსებს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა
შემდეგი სტატია„ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ სიცოცხლე“ – ზელენსკი ოდესისა და მიკოლაევის დაბომბვაზე