მგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს – სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი სირთულეების წინაშე დგას, მგონია, პარტიაში აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე ეს ვარდნა ვინმემ დაამუხრუჭოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხვდებიან, რომ ახლა რეალურად სჭირდებათ მკაფიო განცხადებები და პოზიციები, მაგრამ „ამასაც ვერ ახერხებენ გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩაბღაუჭებული არიან ყველა შესაძლო რესურსს და შესაბამისად, ამის გაფანტვაც არ უნდათ“.

„ხვდებიან ასევე, რომ ამ რესურსების ერთობლივად გამოყენება და ამ ხალხის ერთობლივად მონაწილეობა რასაკვირველია არის შეუძლებელი. ფაქტია, მათივე შეცდომების წყალობით, ეს დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, როგორ კეთილგანწყობილიც არ უნდა გახდნენ ერთმანეთის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების თვალში გააჩენს ახალ კითხვის ნიშნებს და პრაქტიკულად, შეუძლებელია, რაღაც სერიოზული წინსვლა ჰქონდეთ.

არ მგონია, რომ ეს მანიფესტი ერთობის ფუნქციას შეასრულებს. ეს იყო მცდელობა, რაღაც პრობლემისთვის წერტილი დაესვათ. არ მგონია, ეს ყოფილიყო ჩანაფიქრი, რომ ჰქონოდა გამაერთიანებელი ფუნქცია, ცდილობდნენ პრობლემის გადაჭრას და სუფთა ფურცლიდან დაწყებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ პირობებში სუფთა ფურცლიდან დაწყება შეუძლებელია.

რაც ყველაზე მთავარია, მოუვიდათ კიდევ ერთი შეცდომა, როდესაც თითქოს გაერთიანების ფასადით უნდოდათ პრობლემებისთვის წერტილის დასმა. აღმოჩნდა, რომ ამან კიდე მეტი პრობლემა გააჩინა. მათ შორის მაშინ, როდესაც ამ გეგმაში მონაწილეობდა იდეა, რომ ვიღაც უნდა გარიცხულიყო პარტიიდან. ეს აჩენს კიდევ ახალ ტალღას უკმაყოფილო პირებისა და შესაბამისად, ესეც უკვე მარცხისთვის განწირულ ახალ დაპირისპირებას ჰბადებს პარტიაში. დიდი სირთულეების წინაშე დგას. მგონია, რომ უბრალოდ აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა ამ პოლიტიკურ პარტიაში, რომ ეს უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე რეალურად ვინმემ დაამუხრუჭოს ეს ვარდნა. გახსოვთ ჩინური სიმბოლოც, გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს და შესაბამისად, სულ ამ წრეზე ტრიალებს. ამ მდგომარეობაშია დღეს ეს პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი – რუსეთმა სომხეთში არ გააგზავნა უკვე შესყიდული შეიარაღება და ახლა მხარეები პრობლემის გადაჭრას ცდილობენ
შემდეგი სტატიასიიარტო – „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და რუმინეთთან