“მე მგონი, არ ვაცლით ძალოვნებს მუშაობას” – ჩუგოშვილი სპეცოპერაციაზე

უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, რომ ასე მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსებს, მე მგონი, არც უნდა სთხოვოთ შეფასება და შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები. ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, რომ ასე მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. მე მგონი, არ ვაცლით ძალოვნებს მუშაობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ბათირაშვილი… ჩატაევი… ტყუილად აქვს ქალბატონ ბესელიას იმედი… ტერორიზმში ხელშეწყობას არ პატიობენ“
შემდეგი სტატიაპარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ოპოზიცია არ ესწრება