მგლის მიერ დაგლეჯილი ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს

რამდენიმე წუთის წინ,

mgeliრამდენიმე წუთის წინ, “თაიმერს” ექსკლუზიურად აცნობეს, რომ გალის რიონის სოფელ სიდაში მგელმა ადამიანი დაგლიჯა. გიორგი ნაყოფია მოთავსებულია გალის საავადმყოფოში, სადაც მას უტარდება სათანადო მკურნალობა. როგორც “თაიმერს’ ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ არა ნაყოფიას წინააღმდეგობა, შემთხვევა ამ უკანასკნელის სიკვდილით დასრულდებოდა. გალის მოსახლეობის თქმით, ბოლო დროს მგელების მიერ რამდენიმე ათეული რქოსანი და ფრინველი იქნა განადგურებული. იყო შემთხვევა, როდესაც დამშეული მგელი ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა და გაანადგურა შინაური ცხოველები. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ელის.გიორგი ნაყოფიას ჯანმთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბიულურად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რაც რუსთავი 2-ის თავს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უმძიმესი პოლიტიკური დევნაა
შემდეგი სტატიაქვეყნის სამზადისი განმეორებითი სტიქიისთვის