მღვდლებო, ჩემო ძმებო და მამებო, მოგმართავთ იმათ, ვისაც მართლა გწამთ ქრისტე და არ ხართ ახალი სადუკევლები და ფარისევლები!

“მღვდლებო, ჩემო ძმებო და მამებო, მოგმართავთ იმათ, ვისაც მართლა გწამთ ქრისტე და არ ხართ ახალი სადუკევლები და ფარისევლები!

ქრისტეს სახელით გაფიცებთ და გიხმობთ, ამოიღეთ ხმა იმაზე, რაც ჩვენი ეკლესიის თავს ხდება, თორემ დაგექცათ თავზე ეკლესიაც, ქრისტიანობაც და ღვთისმოსაობაც. რა სარგებელი ექნება თქვენს ღვთისმსახურებას, თუ თქვენი დუმილით ჭეშმარიტებას გაყიდით, ნუ აქცევთ ღვთისმსახურებას სარეწავ მიზნად, როგორც ამბობს წმ. პავლე მოციქული, თორემ მალე სრულად დაგეცლებათ ტაძრები და ოხრად დაგრჩებად ყველაფერი, სექტად იქცევით, ერი სრულიად გაქცევთ ზურგს, ნუ გახდებით ქრისტეს გამყიდველი საპატრიარქოს და კორუმპირებული გახრწნილი ეპისკოპატის მონა, დაამხეთ გონებაში ცრუ ავტორეტების კერპები და იმოქმედეთ იოანე ნათლისმცემლის და ოქროპირის სულით, ამით გამართლდებით და არა საცეცხლურის ქნევით და ალილუიას ძახილით. ქრისტე ელოდება თქვენს სიმართლეს, არავისზე ნაკლებად არ მიყვარდა მღვდელობა და ღვთისმსახურება, მაგრამ მასზე წინ დავაყენე ქრისტეს სიმართლე და სახარების პრინციპები, ნუ გეშინიათ საპატრიარქოს რეპრესიების და განკვეთების, მხდალნი (ჩუკენნი) ასევე ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, იგივე მოციქული ბრძანებს”. მიმართვას დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიღოღობერიძე პუტინისტებს: გეგონათ, ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის უფრო ძლიერად მოგვევლინა
შემდეგი სტატიაქოვენთრის ეპისკოპოსისა და ლორთა პალატის წევრის, დოქტორი ქრისტოფერ კოკსვორსის კომენტარი 5 ივლისის მოვლენების შესახებ