მღვდლების პროტესტი ჯვრის მონასტერში – სასულიერო პირებმა მონასტრის კარი ჩაკეტეს

მღვდლებისპროტესტი ჯვრის მონასტერში – სასულიერო პირებმა დილიდან მონასტრის კარი ჩაკეტეს. უძველეს ქართულ ტაძარსა დამსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლში არავის უშვებენ. დილიდან ტაძარში მისული მლოცველები და უცხოელი ტურისტები უკან ბრუნდებიან.

ტაძრის კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. სასულიერო პირი დილიდან ტაძრის ტერიტორიაზე არ გამოჩენილა, ადგილზე ადგილობრივი ბერები იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე მისულ მომლოცველებს და ტურისტებს ეუბნებიან, რომ ტაძარში დღის განმავლობაში შესვლას ვერ შეძლებენ.

მიზეზი კი, როგორც ცნობილია, ტაძრის წინამძღვარსა და გარე მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება გახდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარი მათ არ ხვდება და სასაუბროდ მხოლოდ ბერები გამოდიან.

„მამა კონსტანტინეს, წინამძღვარს არ სურს აქ რომ გარემოვაჭრეები იყვნენ. წერილიც ჰქონდა მერიასთან მიწერილი, რომ უნდოდათ ჩვენი გაყრა და თვითონ უნდოდათ აქაურობის მართვა. პირიქით, რომ მამაომ მოგვიწოდოს ჩვენ რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს, დაგვლოცოს და ვიმეგობროთ, ამის მაგივრად გადევნა უნდა აქედან ჩვენი და ჩვენნაირი ხალხის, ყველას, ვინც გარემოვაჭრეა. ჩვენ ვიყავით მისული მამაოსთან, რომელიც არ შეგვხვდა. ასეთი პასუხი გაგვცეს, იქ მორჩილები არიან, რომ თქვენ რომ ფულს შოულობთ, ჩვენც ვიშოვითო. პასუხი მივიღეთ ასეთი. აქედანა არც ერთი მოვაჭრე წამსვლელები არ ვართ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

სასულიერო პირები კი განმარტავენ, რომ ტაძრის კარი მრევლს ქალაქის მერმა ჩაუკეტა და ისინი მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღასრულებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება