5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

მღვდელმთავრები რომლებიც საპატრიარქო არჩევნებში სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ მიტროპოლიტ შიოს კანდიდატურას

მღვდელმთავრები რომლებიც საპატრიარქო არჩევნებში სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ მიტროპოლიტ შიოს კანდიდატურას
📖 მართვა-გამგეობის დებულების თანახმად საპატრიარქო არჩევნებში წმინდა სინოდი 3 საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს, სავარაუდოა რომ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე სავარაუდოა რომ მიტროპოლიტი შიო თავის კანდიდატურას არ მოხსნის.

საპატრიარქო ტახტის დანიშნული მოსაყდრე მართვა-გამგეობის დებულების თანახმად ავტომატურად საპატრიარქო კანდიდატი არ არის, გამოცემა მიიჩნევს რომ მის კანდიდატურას მღვდელმთავართა ნაწილი კრებაზე დააყენებს და მხარს დაუჭერს.
მიტროპოლიტ შიოს საპატრიარქო კანდიდატად დასახელებას სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ შემდეგი მღვდელმთავრები:

✝️ ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)
✝️ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
✝️ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)
✝️ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
✝️ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
✝️ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
✝️ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
✝️ ცაგერის,ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალიაჯიშვილი)
✝️ სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)
✝️ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი)
სავარაუდოა რომ არსებული ხმები საკმარისი იქნება მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ჩამოყალიბდეს როგორც ერთ-ერთი საპატრიარქო კანდიდატი.
საეკლესიო წრეებში ივარაუდება რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის 🟩 მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ასევე შეიძლება დასახელებული იყოს საპატრიარქო კანდიდატად, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო დაკარგავს სამ ხმას, რომლებიც სავარაუდოდ მიტროპოლიტ თეოდირეს სასარგებლოდ დააფიქსირებენ პოზიციებს, ასეთია;
🟩 ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)
🟩 ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
🟩 ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალიაჯიშვილი)
უცნობია რა პოზიციას დაიჭერს ასეთ შემთხვევაში 🟥 გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს რომ, დღევანდელი პროგნოზით რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს საპატრიარქო კანდიდატურის დასაყენებლად სავარაუდოდ რამდენიმე ხმა გააჩნია.

წყარი:მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია