20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე: იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის.

როგორც იერონიმე ქათამაძემ აღნიშნა, „არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება“.

„მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ“,- აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე.

banner
წინა სტატიაშირუსთავში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი შიო მესამეა