მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვურჩევდი მათ რომ საეკლესიო სიწმინდეები დაცინვის ობიექტად არ აქციონ

პოლიტიკოსისთვის შესაძლოა, ცხოვრების წესი და სტილია: ,,მიზანი ამართლებს საშუალებას”, მაგრამ ვურჩევდი მათ რომ საეკლესიო სიწმინდეები დაცინვის ობიექტად არ აქციონ. ჩემთვის, როგორც ქრისტინისთვის მიუღებელია ის ფორმა, რაც ,,გირჩმა” გამოიყენა. არსებობს მრავალი პროტესტის სახე და მათ შეუძლიათ აკრიტიკონ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც უნდათ, თუმცა უნდა ითქვას რომ ხატების მიმართ ასეთი დამცინავი და მოურიდებელი დამოკიდებულება ნიშანია რელიგიური უმწიფობისა. ეკლესიის სივრცეს ჯობია თავი ანებონ და მიმართონ პოლიტიკური პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ფორმებს.
P.S მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებისა და პოლიტიკური სპექტრის სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან პირობის დარევევამ. მიგვაჩნია რომ საქართველო და ქართველი ერი იმსახურებს დემოკრატიულ, სამართლიან, გამჭვირვალე და პროპორციულ არჩევნებს…
,,ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად”…

 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველო დგას საფრთხის წინაშე
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს