მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვინ არის მამა კირიონი, რომ მისთვის ჩაებარებინა კომისიას ანგარიში? თუ არ გაჩუმდება ,,უხრწნელი” გულის ისტორიასაც შევახსენებ…

დავით გარეჯზე როდესაც პრეტენზიას ვაცხადებთ, აქ არის ორი ფაქტორი გასათვალისწინებელი: 1. როდესაც გარეჯში პრეზიდენტი ჩადის და განცხადებას აკეთებს, რომ გარეჯი ჩვენია, რას უნდა ნიშნავდეს ეს მესიჯი? ვინ არ იცის რომ გარეჯი ჩვენ გვეკუთვნის? ვის უგზავნიდა პრეზიდენტი გზავნილს?! საქართველოს მოსახელეობას თუ აზერბაიჯანის მთავრობას? ქართველებს ამის ახსნა არ გვჭირდებოდა, აქ გაირკვა ის რომ მთავრობა არის ყოველგვარ დიპლომატიურ უნარს მოკლებული და არც ის ესმის როგორ ფორმატში ესაუბროს მეგობარ სახელმწიფოს. თუ თვითონ არა აქვს ავტორიტეტი სხვისთვის მაინც ეთხოვა დამალაპარაკეთ პრეზიდენტიო!!!
2. 2012 წელს ათასობით ადამიანი რომ ჩავიდა გარეჯში და ვყვიროდით: გარეჯი ჩვენია… ვის ვუყვიროდით? შემთხვევით მეგობარ აზერბაიჯანს ხომ არა? საზოგადოების იქ ჩასვლა რას გადაწყვეტდა? გასათვალისწინებელი აქაც რამდენიმე ფაქტორია: პირველი ის, რომ მთავრობა უნიათოა და ამ საქმეს თავი ვერ მოაბა, ხოლო მეორე რაც ყოველთვის ხდებოდა, რუსეთის მიერ არის ეს პროვოკაცია მოწყობილი. ადამიანების ჩართვა კონფლიქტში, როდესაც სახელმწიფოს გადასაწყვეტია ეს საკითხი, ნიშნავს რომ ქვეყნის არევა იგეგმება სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ სადმეა ჩასატარებელი აქცია, ეს არის მთავრობასთან, რომელიც მხოლოდ რევს და ვერაფერს ალაგებს.

ვუსმინე გარეჯის არქიმანდრიტ კირიონს, რომელიც ღალატში ადანაშაულებს ივერი მელაშვილს და თან ამტკიცებს უვიცი და მიწის მომწყობიაო. რა უნდოდა ამ ადამიანს საერთოდ კომისიაშიო. კითხვა მიჩნდება: თავად მამა კირიონი რა პროფესიისა? რამე გეოგრაფიული მიმართულებით ააქვს დისერტაცია დაცული? მინიმუმ სემინარია-აკადემია მაინც ააქვს დამთავრებული? თუმცა, კი გვყავს ძალიან ბევრი მღვდელი, რომლებსაც სტანდარტული განათლებაც არა აქვთ მიღებული. კაცი, რომელიც სიცრუეს არ ერიდება და ჟიჟილაშვილ-სანაია მკაცრად ამხელს, სირცხვილია მელაშვილის დაჭერა უხაროდეს. აშკარაა ამ მღვდელს პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებს ივერის მიმართ… ერთ-ერთ ეთერში ახსენა დილეტანტი მიწოდაო. სხვების მიმართ არანაირი ,,პრეტენზია” არა აქვს, რადგან პირადად მას არ შეხვედრიან. ვინ არის მამა კირიონი, რომ მისთვის ჩაებარებინა კომისიას ანგარიში? თუ არ გაჩუმდება ,,უხრწნელი” გულის ისტორიასაც შევახსენებ… მისი გულგრილობა სამარცხვინოა, არ ჯდება სასულიერო პირის წოდებრივ საქმეში. მღვდელი საპყრობილეში უნდა მიდიოდეს და ნუგეშინისცემას ცდილობდეს ბრალდებულის და ეს ადამიანი თვითონ არის მოწმე და მბრალდებელი. სირცხვილია!!!!-წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური – სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი არ აღმოგვიჩენია
შემდეგი სტატიათამარ სულაძე: მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური პიარისთვის დააკავეს, რათა “გაეშავებინათ მეორე ძალა