მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ტაძარში დეზინფექციის ჩატარებას ვინც ეწინააღმდეგება მას ტვინში უჭირს

ტაძარში დეზინფექციის ჩატარებას ვინც ეწინააღმდეგება კორონა ვირუსის პრევენციისთვის, მას ტვინში უჭირს. ზეთი, საკმეველი და სხვა მოქმედებები სირცხვილია ,,დეზინფექციად” მოვნათლოთ. ფაროსანა რომ შემოგვესია ტაძრებში უხვად და მოკალათდნენ წმინდა ადგილას განა ე.წ. ,,მიუღებელი” დეზინფექცია არ ჩავატარეთ? რა პრობლემაა ტაძრებში პრევენციის გზები გამოვიყენოთ. პაწია წმინდა გონებასა და სრულ ჭკუაზე მყოფ მედიკოსებსაც დავუჯეროთ… ამით, განა ღმერთს გვართმევენ? უფრთხილდებიან ჩვენს ჯანმრთელობასა… სანთელი რომ იღვენთება და ადამიანს ფეხით ჭუჭყი შეაქვს, განა ტაძრებს არ ალაგებენ? თუ იქაურობა თავისუფალია ბაქტერიისგან, საერთოდ დალაგება რა საჭიროა ? საკმეველი გაასურნელებს?

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიფოცხი-ეწერის დასახლებაში კარანტინში მყოფი პირების გადმოყვანა იგეგმება?!
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ხუთი ახალი პაციენტიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთს აღენიშნება მომატებული ტემპერატურა