მღვდელმონაზონი ანდრია სარია: პატრიარქი არის მოძალადე

“პატრიარქი არის მოძალადე, ეს გამოჩნდა ბევრი ფაქტორით. პირადად ჩემი მამა ის არ არის. ჩვენ გვახსოვს მისი გადახაზული ფოტოები, როდესაც ერს უღალატა და საჯაროდ არც უნანია. ბავშობაში ამას ვერ ვაცნობიერებდი. რამდენიმე ფაქტორი მაძლევს ამის თქმის საშუალებას: 1) მამალაძე ციხეში დააყუდა და სიკვდილისთვის გაიმეტა (ზედმეტია მის მოწყალებაზე საუბარი), ამისი ,,შეიძლება” კეკელიას სჯეროდეს, მაგრამ მე ნაკლებად; 2) მღვდლის დახვრეტაზე თვალი დახუჭა და არც ეს უნანია… 3) მამა რომანოზ ჩიქობავა 18 დღე რომ აწამეს მის კაბინეტში ინახებოდა დეკანოზის ჯვარი, რომელიც ყელიდან მოგლიჯეს და ერთხელ არ მოინახულა საპყრობილეში მყოფი, ნაწამები მღვდელი. 4) არსებობენ მისგან დაზარალებული ადამიანები და ასე უბრალოდ არ შერჩება, სანამ არ შეინანებს და პასუხს არ გასცემს არსებულ შეკითხვებს. 5) არც ის უნანია რომ მკვლელ ჯაბას ხოტბას რომ ასხავდა და გვერდს უმშვენებდა (შენ ხარ ერის გადამრჩენელიო)… ის ვერ იქნება ჩემთვის ერის მამა… და ბოლოს 6) 9 აპრილს მან საბჭოთა ადამიანის ცნობიერება გამოავლინა და როდესაც ხალხს აქციების დროს ქუჩაში ხვრეტდნენ ხმა არ ამოუღია…
P.S. რაც შეეხება კორონას: მადლობა იმ ადამაინებს, რომლებმაც ექიმებს დაუჯერეს და საკუთარი ოჯახი დიდი კატასტროფისგან იხსნეს… ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რას გადავურჩით”-წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაშესაძლოა ბანკებმა საშეღავათო პერიოდი გააგრძელონ