მღვდელმონაზონი ანდრია (სარია): პასუხის პასუხი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცილისწამებებს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში დიდი ხანია ერთპიროვნულად და კრებსითობის პრინციპის დარღვევით სინოდის თავმდჯდომარე ღებულობს თვითნებურ გადაწყვეტილებებს. მათ შორის ამ ბოლო პერიოდში ყველასათვის თვალსაჩინო მაგალითების მოყვანა შეიძლება: 1. უკანონოდ, ეკლესიის სწავლებისა და დებულების დარღვევით დასახელდა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო და 2. უკანონოდ შეუჩერდა მღვდმოქმედბის უფლება მიტროპოლიტ პეტრეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს სინოდური კომისია შეიქმნა 2011 წლის სინოდის დადგენილებით. სინამდვილეში, შემდეგი რამ წერია: ,, III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და გ ა ნ ა ჩ ი ნ ა: შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) 2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის”, ორი მღვდელმთავრისგან ნამდვილად დაკომპლექტდა ე.წ. უზნეოთა ,,ზნეობრივი კომისია” და ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ არსად არ თქმულა, რომ ეს იყო ,,სინოდალური კომისია”. მეუფე იაკობი ზნეობრივ კომისიაში შედიოდეს ეს ნონსენსია. კაცი არის: მატყუარა, ცილისმწამებელი და წიგნების მოშიში. ე.წ. ,,სინოდურ კომისიაში”, მათი განცხადებით შედის: მიტროპოლიტი შიო, მიტროპოლიტი თეოდორე, მიტროპოლიტი ანდრია, მიტროპოლიტი გრიგოლი(კაცია) და დეკანოზი მიქაელი (ბოტკოველი), ვინაიდან გაფრთხილება სწორედ ამ იერარქებისგან მივიღე. რაც შეეხება მღვდელმსახურების აკრძალვას, მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომ საქმის კურსში საერთოდ არ ვიყავიო. გამოდის რომ საპატრიარქოში თვითნებობა რჯულზე უმტკიცესია. როგორც ჩანს მეუფე იაკობისა და მეუფე ანდრიას ტანდემი დაიწუნეს და ახალი ბრძანება გამოაცხვეს 2019 წელს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ… ჩვენი ამ საქმესთან მიმართებაში გამეთებული განცხადებები გამყარებულია მათივე დოკუმენტებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სინოდური კომისიის შექმნის ისტორიასაც მოგიყვებით: როდესაც მამა მიქაელმა (ბოტკოველი) დამირეკა, მითხრა რომ ,,ზნეობრივ კომისიაზე გიბარებთო”, ამაზე უარი ვუთხარი ჭყონდიდის ეპარქიას ვეკუთვნი-თქო. შენი მღვდელმთავარიც აქ არის და მოდიო 🙏 რაზეც ვუთხარი, თავად დამირეკოს მეუფემ და დამიდასტუროს-თქო. დამირეკა და მივედი, იქ რაც მოხდა და ხელი როგორ მოაწერა კი იცით… სწორედ იმ დღესვე მოიფიქრეს ე.წ. ,,სინოდური კომისია”, რაც სინოდის გარეშე გადაწყვიტეს… ეს ხომ მათი ჩვეულება და უცვლელი ფორმაა. არ აინტერესებთ კანონი და სამართალი… მეგობრებო, ბოტკოველმა პირდაპირ მითხრა: შენთვის, სხვა ფორმატს მოვიფიქრებთო… რაც შეეხება იმას, რომ მტკიცებულებების მიტანა მომთხოვეს ეს არის შეგნებული სიყალბე(ჩანაწერი გააკეთეს და გაასაჯაროვონ რაზე ვისაუბრეთ). ვუყვებოდი ფაქტებს და არც ინტერესდებოდნენ, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართო….დანარჩენზე თქვენ იმსჯელეთ…

მღვდელმონაზონი ანდრია (სარია)

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი სენატორის წერილზე: დასტურია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავს
შემდეგი სტატიაივანიშვილისთვის ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდება თუ ის „უგუნურ, უტიფარ და აგრესიულ ქმედებებს“ დროზე არ შეაჩერებს