მღვდელმონაზონი ანდრია (სარია): ნუ გვანგრევთ, მოგვეცით სიცოცხლის საშუალება…

ცოტნე გამსახურდია, როგორც ამბობენ მძიმე მდგომარეობაშია… გვწამს, რომ უფალი გამოაჯანმრთელებს და დაიფარავს… შეეწევა წმინდა საკვირველმოქმედი ნიკოლოზი… ის არის გაუტეხელი, სამართლიანი და პირდაპირი ადამიანი, რომელიც დღევანდელობას ძალიან სჭირდება და ეიმედება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქვეყანაში განუკითხაობამ სისტემური ხასიათი მიიღო. სახელმწიფო და ეკლესია მძიმე კრიზისშია, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია მხოლოდ: ვიზრუნოთ ადამიანებზე, შეიქმნას ისეთი სისტემა რომელიც ადამიანზე იქნება ორიენტირებული და არა პარტიულ ცნობიერებაზე დამყარებული. ნუ გადაგვაყოლებთ პიროვნულ შუღლს, თქვენი შექმნილი არ არის ეს ქვეყანა… ნუ გვანგრევთ, მოგვეცით სიცოცხლის საშუალება… ღმერთმა დალოცოს გამსახურდიების ოჯახი და შთამომავლობა, ველოდებით პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების გაგრძელებას და ღირსეულ დასასრულს…

მღვდელმონაზონი ანდრია (სარია)

banner
წინა სტატიაშისენატის საგარო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში იმსჯელა და საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა