მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე ნიკოლოზს: ცოტა იმარხულეთ სხეულით!!!

მეუფე ნიკოლოზი, როგორ უტიფრად გამოდის და ითხოვს შენდობას ხალხისგან პატრიარქზე ,,ცილისწამებები” ვრცელდებაო… მეუფე ნიკოლოზ: რა არის ცილისწამება? ის რომ პატრიარქმა უკოცნელი ახალგაზრდები საკუთარ გარემოცვაში არ დატოვა? ღრმად აღარ გავშლი!!! ის რომ მათზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ წნეხს? როგორ ბედავთ ან ენა როგორ გიბრუნდებათ, წმინდანს, დევნილ იოანე ოქროპირის შეადაროთ!! უზნეობა ვერ დაგიკანონდებათ, ცოტა იმარხულეთ სხეულით!!! მოწმე არსებობს და გაურბიხართ მტკიცებულებების ნახვას… რა ან ვინ გაშინებთ?! შტერ შორენას, მართლა გონია შენი სახით მოლაპარაკე ყავს! ღმერთზე ასე რომ გეფიქრა და გექადაგა უფრო უკეთეს დღეში იქნებოდა შენივე დაცემული სულ-სხეული! ის რომ ქრისტიანობა ფარისევლობად აქცია და შენც არ გამოირჩევი ზნეობრივი სიწმინდით?! სინოდი ვალდებულია მიიღოს მოწმეები, არ გინდათ და მორწმუნე საზოგადოება შორენიანად გამოგცოცხავთ იქიდან… მტკიცებულებები იმაზე მეტია ვიდრე თქვენი უზნეო უფროსი შორენა თეთრუაშვილი წარმოიდგენს! სიცრუესაც ერთგვარი ლიმიტი აქვს! მოგიძველდათ ტაქტიკა! აწეული თავი კი არა, მიწამდე დახრილი თავი გვაჩვენეთ… ბუჩქებში ნუ გაქვთ შერგული!-ასე პასუხობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე ნიკოლოზს.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ​სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ – ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია, დროებით, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია და კიდევ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე და უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს. აი ასეთი განწყობით ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად ”

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან
შემდეგი სტატიაპატრიარქ დავით მეხუთის საქმეთა მმართველ გოგი ცქიფურიშვილის მოგონება, რომელსაც აქვეყნებს მამა ილია ჭიღლაძე