მღვდელმონაზონი ანდრია სარია: მეტის დაწერაც შეიძლება, მაგრამ გულში დასამარხად ესეც გვეყოფა…

რუსეთის მხრიდან უკიდეგანო ბოროტებისა და მტრობის ისტორია არ დაგვავიწყდეს. გავიხსენოთ რას წერს დიდი ივანე ჯავახიშვილი: ,,ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხრიდან სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულ ბრძოლაში სპარსელთა და ოსმალთა წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერ დახმარებას გაუწევდა. რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართელთა ძალის გამოყენება ოსმალეთის ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდა, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო დამყარებული: ,,ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილ მოსურნეობა რუსი ხალხისადმი”, ასე ამბობენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი და ქართველთა ამ მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმდენად მოჯადოებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ. როცა რუსეთისთვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ…” რუსეთისთვის ნებისმიერი მხარე პოლიტიკაა, ეკლესიაცა და სახელმწიფოც. მას როდესაც სჭირდება ეკლესია დამხმარე ინსტრუმენტად იყენებს სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, ჯავახიშვილს არ გამოპარვია ეს ფაქტიც: ,,…ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაცა და გაჭირვებაც”… მეტის დაწერაც შეიძლება, მაგრამ გულში დასამარხად ესეც გვეყოფა… სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ვერაგულად თავს გესხმის და გღალატობს, მისი იმედი არ უნდა გქონდეს!!! რუსეთი ოკუპანტია!

 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის
შემდეგი სტატია