მღვდელმონაზონი ანდრია სარია: კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი, პატრიარქის მწყესმი კეთილობის შესახებ

კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი, პატრიარქის მწყესმი კეთილობის შესახებ: ის ვერ აღმოჩნდა მზად ჩემთან შეხვედრისთვის, რადგან უთქვამს: მამა ანდრია საპატრიარქოს თანამშროლმებს ბანდას უწოდებს და ჩემზეც ააქვს განცხადებები გაკეთებულიო. შეურაცხყოფას ნამდვილად არასდროს ვაყენებდი და არც მომავალში ვაპირებ. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს არის საეკლესიო ჭეშმარიტება. ქორეპისკოპოსად გყოლოდა იაკობი და შორენა მარჯვენა ხელად, რომელმაც დაგეგმა ციანიდი, განა მათი ერთად ყოფნა წყალობაა? მათ ვარქმევ სამართლიანად ბანდას. ხოლო, რაც შეეხება პატრიარქს, მე იმედი მქონდა პირადად დაველაპარაკებოდი და ავუხსნიდი რომ საუკუნეების მიერ უფლისგან ნაშენები ეკლესია ხილულად მისი პატრიარქობის ჟამს ინგრევა…

სისტემურმა დანაშაულმა, გამოუსწორებელმა საქმეებმა და უსამართლობამ ნდობა შეარყია მორწმუნე მრევლისა. მინდოდა ჩემგან სცოდნოდა იმ ბოროტების შესახებ, რასაც მის მიერ შექმნილი სისტემა ახორციელებს და არა ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია. აუცილებელია გაფართოებული კრება, სადაც ამ ადამიანების შესახებ მოხდება მსჯელობა და ეკლესია დაუბრუნდება ქრისტეს საწყისებს. გაფართოებულ კრებაში მონაწილეობას ღებულობენ სხვა ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები (ორი ან სამიც საკმარისია). გაფართოებულ კრებას უდიდესი ავტორიტეტი აქვს, მსოფლიო კრების შემდეგ. ვინაიდან ძალა არ შესწევს სინოდს იმსჯელოს და იკვლიოს დარღვევები, არამედ პირიქით იმ ადამიანებზე ახორციელებენ თავდასხმას, რომლებიც ითხოვენ მცნებების დაცვას, გარდაუვალი და შეუქცევადია ეს პროცესი. ჩვენ ვეკუთვნით: ერთ, წმინდა და მართლმადიდებელ ეკლესიას.

ეს არ არის კათალიკოსის, შორენას, ე.წ. მოსაყდრის ან ეპისკოპოს იაკობისვილის ეკლესია. ამდენად, აუცილებელია იმ ურღვევობისა და მსოფლიო საეკლესიო სიწმინდის წინაშე ანგარიშის ჩაბარება. მორწმუნე იერარქები და საზოგადოება მალე გასცემს მათ პასუხს!-წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას მოიცავს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება