მღვდელმონაზონი ანდრია (სარია): იაკობის ,,სხადნიაკის” წევრია ე.წ. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია

მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დარჩა რამდენიმე ადამიანის დაცვის ამარა, აშკარაა რომ ეს ადამიანები მთავარ სალაპარაკოს არიდებენ თავს რაც ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს ეხება. იაკობის ,,სხადნიაკის” წევრია ე.წ. ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. მათ ძველბიჭურ გამოხტომებსა და სიყალბეს მხოლოდ ეს შეფასება მოუხდება. აშკარაა რომ ესენი ,,ციანიდმა” ისე შეკრა, გახსნა გაჭირდება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სიცრუით შეკავშირებული ხალხის ერტობა ჭეშმარიტებით დავამსხვრიოთ. მთავარ ბოროტებას, როდესაც მიეხედება საპატრიარქოში, შემდეგში ეს პრობლემებიც დალაგდება და სიმართლის ძალასაც ვიგრძნობთ. ჩვენი მთავარი სახელმძღვანელო არის სახარება, წმინდა მამათა ნაშრომები და სინდისის ხმა. მათთვის სიმართლე და ქრისტეს მსახურება უცხოა. ჩვენი ძალა ქრისტეშია, რომელსაც არათუ სიმრავლით ვსასოებთ, არამედ სიმართლით. ქრისტე ერთია და მისი მიმდევრებიც რიცხოვნობით არასდროს იქადოდნენ. ჩვენ ვიქადით უფლით, მათ იქადონ ,,ციანიდის ცირკით”… წერტილი დაესმება მათ ბოროტებას…

ზედაზნის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, ისტორიის დოქტორი მღვდელმონაზონი ანდრია (სარია).

 

 

არჩილ გამზარდია: ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია არც სასულიერო პირის წოდებას არ უნდა ატარებდეს, არათუ მღვდლის საქმიანობას ანხორციელებდეს

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია არც სასულიერო პირის წოდებას არ უნდა ატარებდეს, არათუ მღვდლის საქმიანობას ანხორციელებდეს
შემდეგი სტატია„ლევან ხაბეიშვილს „ოცნების“ 4 დეპუტატის ცემა ბრალდება“-ინტერვიუ დიმიტრი ბიძინაშვილთან