მღვდელი, რომელიც უკრაინაში მოკლეს აფხაზეთში რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის მღვდელი, მიხეილ ვასილიევი მოკლეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბის ტაძრის რექტორი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, მღვდელი დაიღუპა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში”. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ვასილიევი იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ვლასიხას დიდმოწამე ბარბარესა და ბერი ილია მურომეცის ეკლესიის წინამძღვარი. ამ დახურულ სოფელში მდებარეობს სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბი. ტაძარს აქვს რუსეთის საპატრიარქო სასამართლოს სტატუსი სტრატეგიული სარაკეტო ძალების შტაბ-ბინაში.

ვასილიევს არ ჰქონდა საეკლესიო განათლება, თუმცა, დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მან მონაწილეობა მიიღო “ცხელ წერტილებში” და სამშვიდობო ოპერაციებში: კოსოვოში, ბოსნიაში, აფხაზეთში, ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში”. დაჯილდოებული იყო მამაცობის ორდენით.

banner
წინა სტატიაშირობერტ მელი: ირანმა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუგზავნა
შემდეგი სტატიარუსებმა ზაპოროჟიეს რაიონში კულტურისა და სპორტის შენობა გაანადგურეს