მღვდელი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო, რომელიც ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პრაკლისის გადახდა აპირებდა, საავადმყოფოში მოათავსეს

მღვდელი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო, რომელიც ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პრაკლისის გადახდა აპირებდა, ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. როცა სასულიერო პირი ცუდად გახდა, ის პოლიციის 43-ე განყოფილებაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა.

16 თებერვალს მიხნოვ-ვაიტენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სურდა ნავალნის ხსოვნის საპატივცემლოდ პანაშვიდი გადაეხადა. მეორე დილით ის სახლიდან გასვლისას დააკავეს.

მის წინააღმდეგ „მოქალაქეთა მასობრივი დროებითი ყოფნის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით ოქმი შედგა და მის გასამართლებას 19 თებერვალს აპირებდნენ.

რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მიხნოვ-ვაიტენკოს კავშირი არ აქვს და მოსახლეობას მისი განცხადებების იგნორირებისკენ მოუწოდა.

როგორც OVD-Info-მ წერს, ორი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე. საერთო ჯამში, რუსეთში 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ივანიშვილზე-გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება
შემდეგი სტატიაპოლ ჯონსონი: პუტინი არ გაჩერდება, სანამ ვინმე არ შეაჩერებს მას