მღვდელი გრიგოლ ჭეჟია: მამა დოროთე და მისი ძმები არავის გაყიდიან იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდონ

“მამა დოროთე და მის გვერდით მდგომი სასულიერო პირები ჩვენი ძმები არიან, ღირსებითა და პატიოსნებით აღსავსე ძმები.
უკანასკნელი სიტყვებით მათ ლანძღავენ და შეურაცხყოფენ სახელისუფლებო პოლიტიკოსები, ტელევიზიები და პროპაგანდისტები. მამა დოროთე სიტყვას ამბობს, თქვით თქვენც სიტყვა. იწინასწარმეტყველეთ თქვენც, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ლოცვა მხოლოდ მაჯისხელა კელაპტრების დანთებაა ეკლესიაში, ღალატობენ ღმერთს. თქვით, რომ საკუთარი ხალხის გაქურდვა, გაღატაკება, მოტყუება, ცემა, უსამართლოდ ციხეში ჩასმა და მოკვდინება-ბოროტის მსახურებაა, ცრუ ღმერთის დიდებაა, არასწორი ლოცვაა. თქვით თქვენც. თქვით, რომ ჩვენი ძმები არ ცრუობენ, ხოლო ბოროტების მსახური პოლიტიკოსები და მათი მიმდევრები -ტყუიან. თქვით ეს ხმამაღლა.
დავამატებდი, რომ მამა დოროთე მართლაც ლოცულობს. სწორედ ამიტომ, მოწინააღმდეგეებს ხელში მხოლოდ სალანძღავი და უარგუმენტო სიტყვები შერჩათ. ჭეშმარიტი ლოცვა იცავს ადამიანს მტრისგან, რომლის სახელიც ლეგიონია.
კიდევ ის, რომ მამა დოროთე და მისი ძმები არავის გაყიდიან იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი იყიდონ. ეს არის ღირსება და სიწმინდე- თვისებები, რომლებიც თითოეულ მღვდელს უნდა ჰქონდეს.” – წერს მღვდელი გრიგოლ ჭეჟია დოროთე ყურაშვილზე.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, „ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა სარჩელიდან, თუმცა დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც
შემდეგი სტატიათქვენი შვილის ცოდნა რეალურ პრიზებად იქცევა – აღმოაჩინე საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია