მღვდელი გიორგი წეროძე: გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში

არ იკამათოთ, არ გამლანძღოთ, არც ქება მინდა, უბრალოდ გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში. თუ მღვდელ შალვა კეკელიას (ამ შემთხვევაში საზოგადო სახელია, პიროვნულად არავის ვერჩი) შეუძლია თქვას, რომ ჯვარს დადებს და მღვდლობას წირავს თუ ვინმეს ზიარებით გადაედება ვირუსი, მაშინ მეც გავბედავ და ვიტყვი, რომ დიახ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია (და დავირუსების შემთხვევაში აუცილებლად გადაედება) გავრცელდეს ვირუსი. ამიტომ წადი ეკლესიაში, ოღონდ მას შემდეგ რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. მანამდე კი შენს მოძღვარსა და ტაძარს გაუგზავნე შესაწირი ან სხვისი ხელით ან ელექტრონული გადარიცხვით. ეს არაა სირცხვილი. დიახ, ტრაპეზიდან ვიკვებებით.
არავინ იცის რად ღირს და რა არის ის რასაც შენ ღმერთის რწმენას ეძახი. ამიტომ შენმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ძალიან ბევრი ტკივილი მოგვიტანოს, რასაც ვერ გამოისყიდის ერთი კაცის სიცოცხლე- წერს მცხეთა-თბილისის ეპარქიის კაპელანი მღვდელი, მამა გიორგი წეროძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე: ამ ვითარებაში სასამრთლომ პრიორიტეტი მიანიჭა თორნიკე ართქმელაძის საქმეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – მარნეულსა და ბოლნისში არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად