19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მღვდელი ექვთიმე სარალიძე: ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს

ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ. ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას,- წერს მღვდელი ექვთიმე სარალიძე სოციალურ ქსელში.

,,ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული”,- წერს მღვდელი ექვთიმე სარალიძე.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”

banner
წინა სტატიაშიგვარამია: კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია
შემდეგი სტატიაროგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია- ვიქტორ ყიფიანი