მღებრიშვილი მუხთარლის საქმეს გადააყოლეს – გამოძიების სკანდალური დასკვნა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
გიორგი მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
„თაიმერის“ ინფორმაციით მღებრიშვილი თანამდებობიდან სწორედ შს მინისტრობის პერიოდში ჩადენილი გადაცდომის გამო იქნა გათავისუფლებული. კერძოდ, საკითხი ეხება ისეთ გახმაურებულ ფაქტს, რომელსაც აფგან მუხთარლის საქმე ჰქვია. წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო გამოძიება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე, გამოძიება ინტესიურად მუშაობდა და დადგინდა, რომ მუხთარლის აზერბაიჯანისათვის გადაცემის საკითხი ერთპიროვნულად გადაწყვიტა იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა კოლეგამ მოსთხოვა მღებრიშვილს დაეპატიმრებინა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მათთვის არასასურველი ჟურნალისტი.სწორედ ამ გადაწყვეტილებას შეეწირა მისი ამჟამინდელი თანამდებობა.
საინტერესოა, გამოძიება უფრო „შორს“ თუ წავა და სამართალდამცავები მღებრიშვილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან გულგრილობის მუხლით ბრალს თუ წაუყენებენ.

 

ბერდია კალანდია

 

 

banner
წინა სტატიაშიაფეთქება ტყიბულის შახტში – ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორი კი დღეს გაწერეს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს