მღებრიშვილი : მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობთ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთმა მხარემ პოლიციელები წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ბატალიებში არ უნდა ჩარის.

“მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათა ღელვა პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შს მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პორცესების მიმდინარეობისას. ამდენად ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შს სმაინისტროს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ის, რომ ამან სისტემური ხაისიათი არ მიიღოს და ტენდენციად და არ იქცეს ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

“ის, რომ ამან სისტემური ხაისიათი არ მიიღოს და ტენდენციად და არ იქცეს ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავიცავ მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი პოლიციელების დემოტივაციაა. ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება უსაფრთხოების ხარისხზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი: სისტემა, ისე, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე
შემდეგი სტატია(VIDEO) შს მინისტრი დემურ სტურუას საქმეზე – ყველა დანაშაული უმოკლეს დროში, ცხელ კვალზე იხსნება