მღდელმონაზონი ადნრია სარია : მამა გიორგი პოლიტპატიმარია

პატრიარქის პირადი პატიმარი, რომელიც ყველამ დაივიწყა – ასე ეხმაურება მღდელმონაზონი ანდრი სარია მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საკითხს. სარია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პატირობიდან გათავისუფლების საკითხს მიესალმება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დეკანოზიც უკანონო პატიმარია, რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ საპატრიარქოზე ბევრი იცის.

მამა გიორგი სწორედ პოლიტაპტიმარია, ოღონდ პოლიტიკური სახელმწიფოს და საპატრიარქოს მხრიდან, ორივე მხრიდან, ანუ ორმაგი შეიძლება ასე ითქვას. მისი გამოსვლა არ აწყობთ. ფაქტობრივად გაშიშვლდება ის სიბინძურე, რასაც სჩადიოდნენ სახელმწიფო და ეკლესია ერთდროულად. მამა გიორგი არა ერთგზის აღნიშნავდა, რომ მას აქვს უამრავი ფაქტები საეკლესიო დარღვევების შესახებ, რამაც უნდა გაწმინდოს ეკლესია და ხელისუფლება,”- აცხადებს მღდელმონაზონი ანდრია სარია.

მსჯავრდებული დეკანოზის საქმეში საპატრიარქოს ინტერესზე საუბრობს მისი ძმაც. თორნიკე მამალაძის თქმით, გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ხელისუფლების ტუსაღია.

ჩემი ძმის მიმართ არ იყო არანაირი მტკიცებულება. ეს იყო საპატრიაქროს მიერ და თავად პირადად ლათოლიკოს პატრიაქრის, ილია მეორეს მიერ დაკვეთილი და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საქმე. ჩემი ძმა არის ორი დიდი ინსტიტუციის მძევალი. ის დღეს პარალიზებული რჩება საპყრობილეში, ამიტომ ჩემთვის ისიც არის პოლიტპატიმარი. ამიტომ, როგორც წინა დღეებში და თვეებში ვითხოვდი ჩემი ძმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას , ასევე ვითხოვ დღესაც,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : გთხოვთ მოსახლეობას, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან და თავი შევიკავოთ თავყრილობებისგან